იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს.
სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ და დებულებას დაამტკიცებენ. მას
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დაესწრება.
საბჭო იურიდიული დახმარების სამსახურის სამეთვალყურეო ორგანოა, რომელიც მისი გამჭვირვალობის მიზნით შეიქმნა.
დღესვე ხაუნა კალმახელიძე საბჭოს მისი უწყების მიერ 2010 წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიშს წარუდგენს.