"ხალხის ძალის" ლიდერის გურამ მაჭარაშვილისგანცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატიოსანი, სწავლული და ქვეყნის ერთგულ ადამიანია, ამიტომაც თუ ის დაინიშნება პრემიერ-მინისტრად, ამას მხოლოდ მიესალმება.
„თავად ბატონმა ღარიბაშვილმა კარგად ახსნა თავისივე საჯარო განცხადებაში ის მოტივები და მიზეზები, რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი. განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. მას, ბუნებრივია, ვახასიათებთ და პირადად მეც მათ შორის, რომ ეს არის საკმაოდ გამოცდილი, პატიოსანი, სწავლული ადამიანი, გუნდის და რაც მთავარია, ქვეყნის ერთგული. ჯერ ჩვენ არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ, თავად კანდიდატი ვინ იქნება და ვის დაასახელებს მინისტრად, მაგრამ პიროვნულად ვინც დაასახელეთ, ისინი ჩვენი მეგობრები და კოლეგები არიან და თავიანთ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილებაც გააჩნიათ", - ამბობს მაჭარაშვილი.