ხვალ, 28 დეკემბერს, 16:00 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, 4-დან 10-წლამდე აფხაზეთიდან დევნილი 800-მდე მოზარდისთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართება.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა" მსახიობები წარმოადგენენ კოსტუმირებულ საახალწლო ზღაპარს „ახალი წელი მზიანეთში".
ზეიმში ასევე მონაწილეობენ: ცეკვის ანსამბლი „აფხაზეთი" და აფხაზეთის
სახელოვნებო სკოლები - აფხაზეთი #1 და აფხაზეთი #2. აფხაზეთის მთავრობა ზეიმის ბოლოს ყველა ბავშვს სამახსოვრო საჩუქარს და ტკბილეულობას გადასცემს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი შვილთან ერთად დაესწრება.