აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში მცხოვრებ დევნილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და დევნილი ოჯახების შვილებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
გიორგი ბარამიამ დევნილთა სოცილაური მდგომარეობით დაინტერესდა და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო. რამდენიმე ოჯახს დავალიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით მოგვარდა.
გიორგი ბარამია ქ. ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის გამართულ საახალწლო ზეიმსაც დაესწრო. ღონისძიებას ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოსული ბავშვებიც ესწრებოდნენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.