დასუფთავების მოსაკრებელი 100%-ზე მეტით იზრდება და 2011 წლის 1-ლი იანვრიდან 2.50 ლარს გახდება. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ტარიელ ხიზანიშვილმა განაცხადა, ფასების ზრდა ხელს შეუწყობს თბილისში სისუფთავის დონის გაზრდასა და გაუმჯობესებას.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც 100 000 ქულაზე ნაკლები გააჩნიათ, 50 %-იანი შეღავათის ისარგებლებენ.
შეგახსენებთ დასუფთავების მოსაკრებელი 1.2 ლარს შეადგენდა.