პანკისის ხეობის სოფლებში ძროხის ცოფი გავრცელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ვენერა თურქიაშვილმა განუცხადა, ცოფის შედეგად სოფლებში ბირკიანსა და ჯოყოლოში 4 სული ძროხა მოკვდა.
მისივე თქმით, ძროხის ცოფი საშიშია როგორც პირუტყვისთვის, ასევე ადამიანისთვის, რომელსაც ძროხასთან შეხება ჰქონდა. ექიმის განმარტებით, პირუტყვთან კონტაქტში მყოფმა პირებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ აცრა.