ისნის რაიონში მდებარე ბაღდადის ქუჩას ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი ეწოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ეს ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკი რამდენიმე დღის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული მხარის განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაბა წყნეთში მდებარე სტალინის სახელობის ქუჩასა და შესახვევს დიმიტრი ამილახვარის სახელი ეწოდება.