საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმდინარე წლის განმავლობაში უცხოეთში 37 ვიზიტი განახორციელა.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა წლის შედეგები დღეს შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა.
68 ვიზიტი განახორციელეს მოადგილეებმა, 70 ქვეყანასთან კი საქართველომ ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამართა.
"პოლიტიკური კონსულტაციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისა", - აღნიშნა ვაშაძემ წლის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, საქართველომ წელს კიდევ 23 ქვეყანასთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.
"გაეროს წევრი 195 ქვეყნიდან 145 დილომატიური ურთიერთობები უკვე გვაკავშირებს. იმედია მომავალ წელს ამ სიას მთლიანად ამოვწურავთ", - აღნიშნა ვაშაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლის განმავლობაში სულ 67 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.