საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის ბინიდან გამოსახლებას.
"მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება!", – წერს ზურაბიშვილი.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა აღნიშნულთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის განცხადებით, ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია.
"ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.