აღსრულების პოლიციამ თბილისში, კეკელიძის №1-ში მდებარე ბინიდან ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა.
ადგილზე დილიდან იყვნენ შეკრებილები ხატიაშვილების ოჯახის ახლობლები და გულშემატკივრები, რომლებიც ცდილობენდნ, ხელი შეეშალათ გამოსახლების პროცესისთვის.
აღსრულების პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა სადარბაზოში შესასვლელი კარების გახსნას, რომელიც ოჯახის მიერ შედუღებული აღმოჩნდა. კარები საბოლოოდ, უროსა და ძალაყინის დახმარებით გააღეს.
მარინა ხატიაშვილის ოჯახის ბინიდან გამოსახლების თარიღი 2019 წლიდან 4-ჯერ ჩაინიშნა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო გადაიდო. დღეს იყო მე-5 მცდელობა, რის შედეგადაც ოჯახმა საცხოვრებელი დაკარგა.
ოჯახის ბინიდან გამოსახლებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!" - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.