საუბარი გვაქვს როგორც ნიკა გვარამიასთან, ისე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთანაც. ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული გადაწყვეტილი არ არის, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული გადაწყვეტილი არ არის, როგორც კი იქნება რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილი, მაგის შინაარსი ის არის, რომ მერე საზოგადოებამ გაიგოს. არავინ არაფერს არ დამალავს. „ლელოსთან“ სულ გვაქვს მაგალითად კომუნიკაცია, ხან ვის ველაპარაკებით ხან – ვის ველაპარაკებით. ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის. კარგია, რომ ეს კონსულტაციები მიდის. მე, ისევე როგორც ნიკა გვარამიას, ისე ელენეს (ხოშტარია), გვჯერა, რომ საბოლოო ჯამში, კონსოლიდაციაში არის გამოსავალი, მაგრამ ვნახოთ.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსოლიდაციაზე საუბარი არ გვაქვს, მაგრამ არის ფორმატები, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ემიგრანტების საკითხზე გვაქვს გარკვეული ტიპის კომუნიკაცია. ნიკა მელიასთან ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, მე რაც მოვისმინე ნიკა მელიას წარმომადგენლებისგან ისინი აპირებენ პარტიის დაფუძნებას და მერე დავიწყებთ საუბარს მომავალ გეგმებზეო, შესაბამისად, ჩვენც ველოდებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.