პაკისტანმა თეირანიდან ელჩი გამოიძახა ირანის სარაკეტო დარტყმის გამო. ინფორმაციას პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ირანის მიერ პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული და აშკარა დარღვევა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დარღვევაა.
ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და არავითარი გამართლება არ გააჩნია. პაკისტანი იტოვებს უფლებას უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას. შედეგებზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ირანს ეკისრება.
ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ ირანის მთავრობას. ასევე ვაცნობეთ, რომ პაკისტანი თეირანიდან საკუთარ ელჩს გაიწვევს, ხოლო პაკისტანში ირანის ელჩი, რომელიც ამჟამად სამშობლოში იმყოფება, შესაძლოა, ჯერ არ დაბრუნდეს პაკისტანში. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში დაგეგმილი ყველა ორმხრივი ვიზიტი გაუქმებულია“, - აღნიშნულია პაკისტანის საგარეო უწყების განცხადებაში.