პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. იუწყება Reuters
მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ირანის სამიზნეებს დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ადლის“ მებრძოლების ორი ბაზა წარმოადგენდა.
ისლამაბადმა ირანი გააფრთხილა, რომ ინციდენტს სერიზოული შედეგები მოჰყვება.
„შედეგებზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ირანს ეკისრება“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.