პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პპრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
დუდას თქმით, ზელენსკისთან ფრონტზე და საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ სტაბილური იქნება და კვლავ მხადაჭერის პოლიტიკა გვექნება, დავარწმუნე, რომ მას შეუძლია მშვიდად დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ კიევში ჩავა“,- განაცხადა დუდამ.
ბოლო თვეებში კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობებში არაერთი პრობლემა დაგროვდა - მათ სორის იყო პოლონური ემბარგო უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე დაპოლონელი გადამზიდავების მიერ საზღვრის გადაკეტა. მაგრამ ბოლო დღეების მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ მხარეები ეტაპობრივად ამ პრობლემების მოგვარებისკენ მიდიან.