ხვალ, 27 დეკემბერს საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პრესკონფერენციას ვაშაძე ხვალ, 15:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში გამართავს.
აღსანიშნავია, რომ საგრეო კუთხით საქართველომ მიმდინარე წელს მთელ რიგ წარმატებს მიაღწია. განსაკუთრებით, ქართველი დიპლომატების მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად რუსეთი ოკუპაციურ ძალად, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ევროპის ქვეყნების ნაწილმა და ამერიკის შეერთებული შტატებმა აღიარა, რის შედეგადაც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგინთან მიმართებაში ტერმინი "ოკუპაცია" დამკვიდრდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ საქართველოს საკითხის გამო ვერ მოხდა ეუთოს სამიტზე 11 წლის შემდეგ ახლა უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცება, რადგან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლების ღია მხარდაჭერამ კრემლის პირველი პირები გააღიზიანა, რომლებმაც პროტესტის ნიშნა სამიტი დატოვეს.
ამასთან, სწორედ მიმდინარე წელს მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და რუსეთისთვის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივების შეთავაზება, რასაც გარდა ოფიციალური მოსკოვისა ყველა დონეზე დადებითი შეფასება მიეცა.