"ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე აფხაზებსა და ოსებს შობა-ახალ წელს ულოცავს.
"განსაკუთრებული სიყვარულით დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავთ ჩვენს ძმებს, ჩვენს განუყოფელ ნაწილს _ აფხაზებსა და ოსებს, ვუსურვებთ მშვიდობას, კეთიდღეობას და იმ ერთობლივი საფუძვლების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობიან თანაარსებობას, თანაცხოვრებას და თანაუოფობას ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში", - განაცხადა კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.