„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი იორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
„ეს თუ ხდება საპარლამენტო არჩევნებამდე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს, ქოცხმოსნებით ახალი პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს ივანიშვილმა ხუთი წლის ვადით. არ მგონია, რომ ქოცხმოსნებს ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. დღევანდელი კონსტიტუციით, „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა ქართველ ხალხს შესაძლებლობა, რომ პირდაპირ აირჩიოს შემდგომი პრეზიდენტი, ქართველ ხალხს ირჩევენ ჯერჯერობით ქოცხმოსნები. დიდი კოალიციური გამარჯვება რომ მოხდება 2024 წლის არჩევნებში, ამის შემდგომ ხალხის ნებით, კოალიციურ რეჟიმში აირჩევენ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც იქნებიან უმრავლესობაში წარმოდგენილი პარლამენტში და რეგიონებში. სალომე ზურაბიშვილის როლს ვხედავ, პირველ რიგში, იმისთვის, რომ პრეზიდენტმა შეასრულოს საკუთარი ფუნქცია, მეტ-ნაკლებად მაინც ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს საქართველოში. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია, მის პოზიციას ექნება დიდი მნიშვნელობა, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების კუთხით და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ჩვენი გამარჯვების კოალიციის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ მობილიზაცია და გავიდეთ პირველ ადგილზე. ეს არის, რისთვისაც ვმუშაობ და სამზადისი გვაქვს. თქვენ დაინახავთ ძალიან ფართომასშტაბიან და სწორ კამპანიას ხალხთან ერთად, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.