ხვალ, 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება. ხვალიდან დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები დაიწყება. სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან სანტა კლაუსი მთაწმინდის პარკისკენ მარხილით დაიძვრება. ის მთაწმინდის პარკში ახალი წლის დადგომამდე, 1-ელ იანვრამდე იცხოვრებს და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს.
პატარებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ილუზიონისტის და ანიმატორების შოუები გაიმართება. მთაწმინდის პარკში კი ქართველი მომღერლების მონაწილეობით პოპმუსიკის კონცერტი ჩატარდება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გოგოლა კალანდაძე, მალხაზ ქვრივიშვილი, რუსა მორჩილაძე, "სეიშენი", დუეტი "ჯორჯია", ნოდიკო ტატიშვილი, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე, მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ეთერ კაკულია, ლევან ჩიჩუა, ალეკო ბერძენიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, ქეთი ფარესაშვილი, მარიამ კახელიშვილი, ნინი შერმადინი, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ნინა წკრიალაშვილი, მარიამ როინიშვილი, ანსამბლი "ჩოხოსნები~.
დღის ბოლოს პარლამეტის შენობის წინ ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია და პარლამენტის შენობაზე 3Dვიდეოპროექციის პრეზენტაცია გაიმართება. საახალწლო პროგრამა პატარებს 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.