25 დეკემბერს, 13:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად საქველმოქმედო აქციისთვის სამზადისს დაიწყებს.
საქველმოქმედო აქცია შარდენზე 26 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
წარმოდგენილი იქნება ორგანიზატორების მიერ შეგროვებული ნაკეთობები, ნახატები, ფოტოები, წიგნები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე მხარდამჭერების მიერ გადმოცემული ნივთები. გარდა ამისა, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის აქტივობები: გასართობი თამაშები, სახის მოხატვა. აქციის მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა პოპულარული მუსიკოსები და მომღერლები. საახალწლო განწყობის შექმნისათვის აქციაზე იქნება კეთილი მეზღაპრე და ცხელი გლინტვეინი.
აქციაზე შემოსული თანხით შეძენილი საჩუქრები გადაეცემა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს.