თეატრ `ძველ უბანში~ დღეიდან დაიწყო საშობაო ზღაპრის წარმოდგენა ბავშვებისათვის. სპექტაკლი 14 იანვრამდე ყოვედღიურად 14:00 საათზე გაიმართება.
გარდა ამისა, 28 დეკემბერს, 19:00 საათზე მაყურებელი იხილავს ქორეოგრაფიულ-ლირიკული პატრიოტული შოუს პრემიერას: `ვინ ვიყავით, რანი დავრჩით~, რომლის რეჟისორია თეატრის მმართველი თენგიზ გოგნაძე. შოუ გაიმართება, ასევე, 4, 5, 10 იანვარს, 19:00 საათზე.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვრის ბოლოს თეატრი რამდენიმე პრემიერას შესთავაზებს მაყურებელს, მათ შორის სემიუელ ბეკეტის `გოდოს მოლოდინში~ (რეჟისორი ლელა ნოზაძე).
თეატრის მისამართია: თბილისი, ჭოროხის #9 (აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ძველი ფოსტის ეზოში).
მასალის გამოყენების პირობები