უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინის მკაფიო პოზიცია გავლენას მოახდენს რეგიონში უკრაინის მიმართ საერთო პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
„მჯერა, რომ არგენტინის ახალი პრეზიდენტის და მისი გუნდის პოზიცია არ შეიცვლება. დღეს ის დაფუძნებულია უკრაინის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების მხარდაჭერაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ არგენტინაში უკრაინის დისაპორასთან შეხვედრაზე. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ამერიკა უკრაინის მხარეს იყოს.
"მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ამერიკის ისეთი ძლიერი ხმა, როგორიცაა არგენტინის ხმა, პარაგვაის, ურუგვაის, ეკვადორის ხმა - რომ ჩვენს მხარეს არიან. და მოხარული ვარ, რომ ეს ასეა," - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ არგენტინისგან მიიღო დასტური მშვიდობის ფორმულის განხორციელებასთან შეერთების შესახებ, კერძოდ, მონაწილეობა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრაში, რომელიც იანვარში გაიმართება.
„მეორე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ არის უკრაინა-ლათინური ამერიკის სამიტის ორგანიზება. ჩვენ გვინდა გავაერთიანოთ ლათინური ამერიკის ხმები უკრაინის მხარდაჭერისა და ჩვენი მკაფიო პოზიციის შესახებ სამართლიანი სამყაროს მისწრაფებასთან და რუსული აგრესიის დაგმობასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ მოვისმინეთ არგენტინის პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩვენ ვიფიქრებთ როგორ და როდის მოვაწყოთ ეს ყველაფერი.
ჩვენ გვჭირდება გაერთიანება. აქ არიან ურუგვაის და პარაგვაის წარმომადგენლები. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საზოგადოებები ლათინურ ამერიკაში გაერთიანდნენ. ჩვენი ერის ყოფნა ამა თუ იმ სახელმწიფოში მნიშვნელოვანია და ის, როგორც საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ყოველთვის გავლენას ახდენს სახელმწიფო პოლიტიკაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ არგენტინაში სამუშაო ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა ეკვადორის პრეზიდენტთან დანიელ ნობოასთან, ურუგვაის პრეზიდენტთან ლუის ლაკალიე პოუსთან და პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სანტიაგო პენიასთან.
ვოლოდიმირ ზელენსკი 10 დეკემბერს არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრო, საიდანაც აშშ-ში გაემგზავრება და ჯო ბაიდენს შეხვდება.