აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებას აშშ-ში დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა.
”მიმაჩნია, რომ ამერიკული დემოკრატიის მომავალი საფრთხეშია... დონალდ ტრამპი ბევრ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, საფრთხეს უქმნის როგორც არჩევანის, ასევე სამოქალაქო უფლებებს, ხმის მიცემის უფლებას და ამერიკის პოზიციას მსოფლიო ასპარეზზე. მაგრამ მთავარ საფრთხეს ის უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რადგან თუ მას დავკარგავთ, ყველაფერს დავკარგავთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ლოს ანჯელესში გამართულ შეხვედრაზე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი კენჭს რომ არ იყრიდეს, ის მასში მომაწილეობას არ მიიღებდა.
"ტრამპი კენჭს რომ არ იყრიდეს, დარწმუნებული არ ვარ, რომ მე ვიყრიდი კენჭს, ჩვენ არ შეგვიძლია მას არჩევნებში გამარჯვების უფლება მივცეთ, - თქვა ჯო ბაიდენმა.