აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას შეეძლო დათამხმებულიყო ერთწლიანი ვადით პრეზიდენტის თანამდებობას, მის წინამორბედს, ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ხელახლა არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო. იუწყება The New York Times
"ტრამპი კენჭს რომ არ იყრიდეს, დარწმუნებული არ ვარ, რომ მე ვიყრიდი კენჭს, ჩვენ არ შეგვიძლია მას არჩევნებში გამარჯვების უფლება მივცეთ, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ბოსტონში საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბაიდენის შეხვედრაზე გადაღება და ჩაწერა აკრძალული იყო, თუმცა პრეზიდენტის ეს კომენტარი მასთან მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.