რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქი კუპიანკი დაბომბეს, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ერთი დაიჭრა.
ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„მტრის მიერ ქალაქ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი ქალი - 57 და 71 წლის. 30 წლის კაცი კი დაიჭრა“, - წერს სინეგუბოვი.
მისი თქმით, ოკუპანტებმა ქალაქის წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
რუსული ძალების დარტყმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი.