საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სამარცხვინო უწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის შესახებ და პარტნიორებს მისი დაგმობისკენ მოუწოდა.
”კრემლი გამოიყენებს ყველა რუს და ბელარუს სპორტსმენს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში,” - წერს კულება სოციალურ ქსელ X-ში.
კულება მოუწოდებს ყველა პარტნიორს მკაცრად დაგმოს „ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის ოლიმპიურ პრინციპებს“.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვა სპორტსმენები რუსეთიდან და ბელარუსიდან. ოლიმპიადაზე გუნდები არ მიიღებენ მონაწილეობას.
„სპორტსმენები,რომლებმაც კვალიფიკაცია გაიარეს, რუსული ან ბელარუსული პასპორტით დარეგისტრირდებიან, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და იასპარეზებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები“, - აღნიშნულია კომიტეტის ინფორმაციაში.
ასპარეზობაზე არ დაიშვებიან რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენების გუნდები. სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, ასპარეზობის უფლება არ ექნებათ“.