საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვა სპორტსმენები რუსეთიდან და ბელარუსიდან. ოლიმპიადაზე გუნდები არ მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
კომიტეტი წერს, რომ 2023 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ 11 „ნეიტრალური სპორტსმენი“ (8 რუსული პასპორტით და 3 ბელარუსული) აკმაყოფილებდა 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის კრიტერიუმებს.
„სპორტსმენები,რომლებმაც კვალიფიკაცია გაიარეს, რუსული ან ბელარუსული პასპორტით დარეგისტრირდებიან, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და იასპარეზებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასპარეზობაზე არ დაიშვებიან რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენების გუნდები. სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, ასპარეზობის უფლება არ ექნებათ“.
ასევე, თამაშებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სპორტსმენებს, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი რუსეთის ან ბელარუსის არმიასა და სპეცსამსახურებში.
2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იკრძალება რუსეთისა და ბელარუსის სიმბოლიკები, ამასთან ოლიმპიაადზე არ იქნებიან მიწვეული ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები.