დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ გიორგი თარგამაძესა და პარტიის წევრ ნიკა ლალიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები და საქართველოს პოზიცია, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის ურთიერთობებზე.