გაჩეჩილაძეების ოჯახის ინტერესების დამცველმა კახა კუკავამ აღნიშნული ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ გაცხადება გაავრცელა.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, რამდენიმე მილიონის მიღების სანაცვლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლებასთან.
განცხადების მიხედვით, სულ 2005-2009 წლებში გაჩეჩილაძეების ოჯახის მიერ აღებულია შემდეგი სასესხო ვალდებულებები:
შვედეთის მოქალაქე ფრედერიკ პოლსენისგან 2007 წელს, ძირითადი თანხა 2.000.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა .. მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 2.390.000 აშშ დოლარს;
სს „ტაო პრივატ ბანკისგან" 2009 წლის 12 იანვარს, ძირითადი თანხა 160.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ბარნოვის ქუჩა 144, ბ. 51; მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 203.431,78 აშშ დოლარს (საქმეზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლში. სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდგომში უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდება გაჩეჩილაძეების კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია);
„თი ბი სი ბანკისგან" 2005 წელს, ძირითადი თანხა 300.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, ... ქუჩა .. მესაკუთრე: ნინო მიქელაძე (ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 499.000 აშშ დოლარს;
„თი ბი სი ბანკისგან" 2005 წელს, ძირითადი თანხა 200.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, ... ქუჩა .. მესაკუთრე: ნინო ძიძავა (გია გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - ... აშშ დოლარს.
"ვფიქრობთ, რომ ზ/ა ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა იმ ბრალდების აბსურდულობას, რომელიც არაერთხელ იქნა წამოყენებული ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს, არა მარტო ლევან გაჩეჩილაძის რეპუტაციის, არამედ ყველა იმ ადამიანის ღირსების შელახვას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში.