საზოგადოებრივი მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერი ეკა ბესელია სოლიდარობას უცხადებს ,,პრესა.გე"-ს ჟურნალიტურ კოლექტივს, რომელმაც ხელმძღვანელ პირებთან ერთად სრული შენადგენლობით პროტესტის ნიშნად დატოვეს ინტერტ- რედაქციაA
მის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ინტერნეტ პორტალი ,,პრესა.გე"-ს ჟურნალისტები ღიად აცხადებენ, რომ საიტის დატოვების მთავარი მიზეზი ის ზეწოლაა, რომელსაც ,,კავკასუს" მედიაჯგუფის ახალი ხელმძღვანელი, ტელეკომპანია ,,რეალ-თV"-ს ყოფილი მიმოხილველი გიორგი კაპანაძე მათზე ახდენდა.
"ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიგვაჩნია: რომ ეს რის თვალსაჩინო მაგალითი თუ როგორ გრძელდება ზეწოლა ხელისფლების მხრიდან ქართულ მედიასივრცეში უმცირეოსობაში დარჩენილი ობიექტური და მიუკერძოებული მედიასაშუალებებზე და როგორ ცდილობს სააკაშვილის რეჟიმი ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ეკა ბესელია მიმართავს ყველა უფლებადამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციას სიტყვის თავისუფლების კუთხით კიდევ ერთელ იქნეს შესწავლილი და შეფასებული ქართულ მედიასივრცეში არსებული ვითარება.
მასალის გამოყენების პირობები