კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება ჰუმანიტარული პაუზის განახლების მიზნით.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზის სექტორის დაბომბვა ზავის დასრულებიდან პირველივე საათებში ართულებს შუამავლობის მცდელობებს და ამძაფრებს ჰუმანიტარულ კატასტროფას სექტორში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კატარი მოითხოვს "დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებისა და ტვირთების უწყვეტი და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფას ისე, რომ დაკმაყოფილდეს სექტორის მაცხოვრებლების რეალური საჭიროებები".
BBC-ის ცნობით, ამ დროისათვის ბრძოლა ისეთივე აქტიურია, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციის დაწყების დროს ოყო.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების დასრულების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები განაცხლდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ზავის პირობები დაარღვია, როდესაც უარი თქვა მძევლების გათავისუფლებაზე.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, “ჰამასმა“ დაარღვია ზავის შეთანხმების პირობები იმით, რომ ვერ შეასრულა ვალდებულება პარასკევს გაეთავისუფლებინა ყველა გატაცებული ქალი და განაახლა ისრაელზე
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი, მას შემდეგ რაც დაუბრუნდა საომარ მოქმედებებს, რჩება თავისი მიზნების ერთგული - გაათავისუფლოს მძევლები, გაანადგუროს ‘ჰამასი’ და უზრუნველყოს, რომ ღაზის სექტორი "აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელის ხალხისთვის".