ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ზავის პირობები დაარღვია, როდესაც უარი თქვა მძევლების გათავისუფლებაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ჰამასმა დაარღვია ზავის შეთანხმების პირობები იმით, რომ ვერ შეასრულა ვალდებულება პარასკევს გაეთავისუფლებინა ყველა გატაცებული ქალი და განაახლა ისრაელზე
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი, მას შემდეგ რაც დაუბრუნდა საომარ მოქმედებებს, რჩება თავისი მიზნების ერთგული - გაათავისუფლოს მძევლები, გაანადგუროს ‘ჰამასი’ და უზრუნველყოს, რომ ღაზის სექტორი "აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელის ხალხისთვის".