ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა. ანსამბლმა "სუხიშვილები" მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგნენ და 16 ცეკვა წარადგინეს.
ერთ-ერთი სიახლე ცეკვა ხორუმის პოსტმოდერნისტული ვერსიაა.
ანსამბლის ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის თქმით, ხორუმს 70 მოცეკვავე ასრულებს, რომელთაგანაც 40-ს სოლო გამოსვლა იქნება.
საახალწლო პროგრამისათვის იკერება ახალი საცეკვაო კოსტიუმები, რომლის ესკიზებსაც თავად ნინო სუხიშვილი ქმნის.
კონცერტები დღეს და ხვალაც გაიმართება.
საახალწლო კონცერტები ფილარმონიაში, როგორც ნინო სუხიშვილი ამბობს, ,,ერთი ამოსუნთქვით", შესვენების გარეშე ჩატარდება.