დღეს სიღნაღში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ჯგუფი კონსულტაციების პირველ _ საპრეზენტაციო ეტაპს დაასრულებს.
შეხვედრაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელები იმ წინადადებებს გაეცნობიან, რომლებიც საარჩევნო სისტემას, არჩევნების დღეს, დავებს, სასჯელებსა და სხვა მნიშვნელოვან თემას ეხება.
მომავალი წლის იანვრიდან კი ყველა იმ საკითხზე, რომელიც პირველ ეტაპზე იყო წარმოდგენილი, დისკუსიები დაიწყება.
დისკუსიების შემდეგ სამუშაო ჯგუფი მესამე ეტაპზე - შეთანხმებებზე გადავა.
შეთანხმებების დასრულების ბოლო ვადად, პირობითად, გაზაფხული დასახელდა.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა სიღნაღში, სასტუმრო "რჩეულში" გაიმართება.