დღეს, 24 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამართავს შეხვედრას "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლებთან.
ჟურნალისტებისთვის კომენტარები, შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით, გაკეთდება მისი დასრულების შემდეგ. შეხვედრა გაიმართება მთავრობის კანცელარიის შენობაში, მე-7 სართულზე, ეროვნული უშიშროების აპარატში.