დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების აღდგენაში ეკლესიას დიდი როლი აკისრია. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ბურჯანაძისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრას ეხება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა პატრიარქს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშია, რომ საერთო რწმენა ორ ქვეყანას გართულებების გადალახვაში დაეხმარება.
ბურჯანაძის შეფასებით, ორ ქვეყანს შორის ურთიერთობის აღდგენის საქმეში ეკლესიას უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია.
ბურჯანაძემ ორ პატრარქს შორის კეთილ ურთიერთობას მაღალი შეფასება მისცა.
"უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის ხაზს უსვამს თქვენთან კეთილ ურთიერთობას და იმედს, რომ თქვენი პოზიცია და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ხელს შეუწყობს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია, ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ რუსეთის პატრიარქს მიაწოდა ინფორმაცია იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც ოჩამჩირის რაიონში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის დღევანდელი მდგომარებამ. პატრიარქმა კირილმა გასცა დავალება, დაადგინონ ილორის ეკლესიაში რეალური მდგომარეობა და ამ საქმეში გამოცდილი ექსპერტები ჩართონ.
უწმინდესმა კირილმა ნინო ბურჯანაძე დღეს მისი თხოვნით მიიღო. ბურჯანაძე მოსკოვში 21 დეკემბერს ქუთაისის დიდების მემორიალის ანალოგის გახსნის ცერემონიალს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად დაესწრო.