ყველა პასუხისმგებელმა უნდა აგოს პასუხი, მათ შორის მიზანმიმართული სანქციებით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაიცა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის განხილვისას განაცხადა.
"ფუნდამენტურად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას და ნება მომეცი მკაფიო ვიყო: ეს შემზარავი აქტი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის, გატაცების, უკანონო გატაცებისა და საქართველოს მოქალაქეების წამების აქტები, რუსეთის საოკუპაციო ძალების უშუალო პასუხისმგებლობაა.
ეს არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია. ამიტომ ყველა პასუხისმგებელმა უნდა აგოს პასუხი, მათ შორის მიზანმიმართული სანქციებით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაიცა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, მხარს ვუჭერთ მისი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა მცდელობას ამ მიზნებისთვის ძირისგამოსათხრელად", - განაცხადა ლექსმანმა.