ევროკავშირს ჩვენ გავუგზავნით დეტალურ სამოქმედო გეგმას, რას ვაპირებთ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. ეს მოიცავს ცხრავე პრიორიტეტს და ყველაფერი გაკეთდება ჩვენი ქვეყნის, ევროინტეგრაციის, სამართლის უზენაესობის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით შეიქმნება საპარლამენტო ფორმატები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატები, სადაც განხილული იქნება ეს საკითხები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.