საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა უკანასკნელ პერიოდში ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების განვითარების დინამიკა და ხაზი გაუსვა განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს.
მან, აგრეთვე, ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ მრავალწლიანი ჩართულობისთვის.
შალვა პაპუაშვილი მიესალმა ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო ოფიციალურად მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. მან, ამ კუთხით, ავსტრიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.