საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ქალაქში შექმნილი სატრანსპორტო პრობლემის დაძლევის მიზნით ითხოვენ, რომ თითოეულ ხაზზე მინიმუმ ერთი ავტობუსი დამატოს.
ამის შესახებ ფრაქციის წევრამა ზაზა გაბუნიამ თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, უკვე სახეზეა ის სატრანსპორტო კოლაფსი, რასაც ქრისტიან-დემოკრატები ტრანსპორტთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებისასა წინასწარმეტყველებდნენ.
"პრობლემის დაძლევის და რთული ვითარების განმუხტვის გზად ქრისტიან-დემოკრატებს თითოეულ ხაზზე მინიმუმ ერთი ავტობუსის დამატება მიგვაჩნია",_აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ზაზა გაბუნიამ, გართულებული სატრასნსპორტო გადაადგილების საილუსრაციოდ ვიდეომასალა წარმოადგინა.
ქდმ-ს პასუხად მერიის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი რეგულირდება და მერია ყოველდღიურად მუშაობს პროცესების შესასწავლად.
"სამარშრუტო მიკროავტობუსებზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების შემდეგ ქალაქში დამატებით 300 სამარშრუტო მიკროავტობუსი იმოძრავებს"_განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.