პარიზში გამობრძანდა ბატონი ღარიბაშვილი და ისაუბრა, რომ თითქოს საქართველოში არის კონფლიქტები, არა კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ ის ფორმულა, რაც მთელი წლების განმავლობაში არის რუსეთის მიზანი, რომ დაამკვიდროს, თურმე საქართველოს კონფლიქტი კი არ აქვს რუსეთთან, არამედ ჩვენ გვაქვს კონფლიქტები ცხინვალთან და აფხაზეთთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარიზის მშვიდობის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, ეს არის ღალატის პოლიტიკა, რომელიც უნდა დამთავრდეს.
„გუშინ, საქართველომ დაკრძალა ძალიან დიდი პატრიოტი, საქართველოსთვის მებრძოლი და საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანი თამაზ გინტური. ამ ფონზე ბუნებრივია ჩვენ პოლიტიკური განცხადებებს ვერ გავაკეთებდით, მაგრამ შეუძლებელია სწორედ ამ მოვლენის გამო და სხვა ამგვარი ტრაგედიების გამო, ჩვენ გავატაროთ და არაფერი არ ვთქვათ იმ მავნებლურ განცხადებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უმაღლეს დონეზე, ამ შემთხვევაში პრემიერ მინისტრის დონეზე აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე. გუშინწინ, პარიზში გამობრძანდა ბატონი ღარიბაშვილი და ისაუბრა, რომ თითქოს საქართველოში არის კონფლიქტები, არა კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ ის ფორმულა, რაც მთელი წლების განმავლობაში არის რუსეთის მიზანი, რომ დაამკვიდროს, რომ საქართველოში ყოფილა კონფლიქტები, თურმე საქართველოს კონფლიქტი კი არ აქვს რუსეთთან ,არამედ ჩვენ გვაქვს კონფლიქტები ცხინვალთან და აფხაზეთთან, ორი სულ სხვადასხვა ფორმულა, ორი სულ სხვადასხვა აღწერა არსებული ვითარებისა. ეს არის სწორედ ის ღალატი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება, თითქოს ჩვენ კონფლიქტი რუსეთთან კი არ გვაქვს, არამედ ჩვენ თავი უნდა ჩავრგოთ სილაში და ვილაპარაკოთ, რაც ჭირდება რუსეთს და თუ ამას ვილაპარაკებთ, თურმე ეს ყოფილა წარმატების საფუძველი და სტრატეგიული მოთმინება, ეს სტრატეგიული მოთმინება კი არ არის, ეს არის სტრატეგიული ღალატის პოლიტიკა. თურმე, ბატონმა ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ სხვა წინა ხელისუფლებებს ჰქონდათ ომებიო და ტერიტორიები დაკარგესო და ჩვენ დროს ტერიტორიების ოკუპაცია არ მომხდარაო, აბა კითხეთ სოფელ კირბალის მაცხოვრებლებს, საიდანაც თამაზ გინტური არის, ოკუპაცია მოხდა 2012 წლის შემდეგ მათი სოფლის? კითხეთ სხვა სოფლების მაცხოვრებლებს, რომელზედაც გაიარა ოკუპაციის ხაზმა. საქართველომ 12 მლნ კვადრატული მეტი დაკარგა 2012 წლის შემდეგ, ეს არის ორი ქალაქი - ცხინვალის და სოხუმი ერთად რომ აიღო, ამდენი ტერიტორიაა 2012 წლის შემდეგ ოკუპირებული და ეს ადამიანები გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ არაფერი არ ხდება, არაფრის გამო მოკლეს თამაზ გინტური? არაფერია ის? ის, რომ სოფელი კირბალი შუაზე გაჭრეს, ეს არაფერია? თუ ვილაპარაკებთ, რომ არაფერი არ ხდება, ეს არის თურმე რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკა, ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის ღალატის პოლიტიკა, ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის შეგნებულად ოკუპაციის არდანახვის პოლიტიკა, ეს არის შეგნებულად ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა, ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის პოლიტიკა, რადგან როდესაც შენ ვერ და არ გინდა შეიმჩნიო პრობლემა, იმ პრობლემას ვერასდროს ვერ მოაგვარებ", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
მისი თქმით, რუსეთმა აგრესიისთვის, გინტურის, პთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლლობისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი უნდა გადაიხადოს
"ბატონი ღარიბაშვილი და მისი რუსული ბანდა ლაპარაკობს, რომ ჩვენ თურმე მშვიდობა გვინდაო, ვინ არის მსოფლიოში იდიოტი, ვისაც მშვიდობა არ უნდა, ვინ არის საქართველოში იდიოტი და მოღალატე, ვისაც მშვიდობა არ უნდა , თუმცა ისინი აბრალებენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს, დასავლეთს, „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველას, რომ თურმე ჩვენ გვინდა ომი და მათ უნდათ მშვიდობა, მათი მშვიდობა კი თურმე ყოფილა ეს, როდესაც თამაზ გინტურის მკვლელობას არ შეიმჩნევ, როდესაც ქვეყნის ოკუპაციას ვერ შეიმჩნევ დამატებით ოკუპაციის შემდეგ, იმ სასაფლაოსი, სადაც თამაზ გინტური იყო ასული, როდესაც 12 მლნ კვადრატული მეტრი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შეიმჩნევს ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, როდესაც იტყვი, რომ ჩვენ კონფლიქტი კი არ გვაქვს რუსეთთან, არამედ თურმე კონფლიქტები გვაქვს ცხინვალთან და აფხაზეთთან, ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მშვიდობიანად გაამთლიანებს, ეს არის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიებსაც და მთელ საქართველოსაც ეტაპობრივად ჩააბარებს რუსეთს. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ოღონდ არ გვინდა, რომ რუსეთს ჩავბარდეთ, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ოღონდ არ გვინდა, რომ ქვეყანა ჩავაბაროთ რუსეთს, ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი გზებით პოლიტიკურად, ეკონომიკური მეთოდებით შევეწინააღმდეგოთ რუსეთის აგრესიას, შევეწინააღმდეგოთ თამაზ გინტურის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობას და რუსეთს პოლიტიკური ფასი გადავახდევინეთ, დიპლომატიური ფასი გადავახდევინოთ, რუსეთს ეკონომიკური ფასი გადავახდევინოთ, რომ მან დაინახოს, რომ ეს ტერიტორია არ არის მისი საჯლიგინო და ეს ტერიტორია არ არის მისი საკუთრება, როდესაც საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ ამჩნევს ამ ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც ვერ ამჩნევს, ორი ქალაქის - ცხინვალის და სოხუმის ერთად ტერიტორიის ოკუპაციას და ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ თურმე კონფლიქტი კი არ გვქონია რუსეთთან, არამედ კონფლიქტები გვქონია ცხინვალთან და აფხაზეთთან, ეს არის საქართველოს ღალატის პოლიტიკა, ეს არ არის მშვიდობის პოლიტიკა, თმენის პოლიტიკა, ეს არის ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, ეს არის ღალატის პოლიტიკა, ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს და ეს ღალატის პოლიტიკა, ეს რუსეთის რეჟიმი ჩვენ ყველამ ერთად, ყველა ქართველმა პატრიოტმა ერთად უნდა დავასრულოთ.“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ