ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.
ინციდენტი 10 ნოემბერს, საღამოს მოხდა.
ეკიპაჟის შესახებ არაფერია ცნობილი. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობამ აღნიშნა, რომ დაღუპულთა ოჯახების პატივისცემის ნიშნად, არ გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას იმ პერსონალის შესახებ, ვინც ამ კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა.
მომხდარი კატასტროფის მიზეზები ზუსტდება.
„თუმცა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრენა მხოლოდ სასწავლო წვრთნებს უკავშირდებოდა და მტრული აქტივობის ნიშნები არ შეიმჩნევა“, - აღნიშნა სარდლობამ და პირობა დადო, რომ სიტუაციის განვითარებასთან ერთად დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.