ერთად ჩვენ, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძლიერები ვართ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმიე ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ანჯეი დუდას და პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ზელენსკი დუდას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ესაუბრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობა ყოველთვის იქნება ძლიერი საყრდენი პოლონეთის თავისუფლებისთვის.
„ჩვენმა ხალხებმა მთელ ევროპასთან ერთად გაიარეს დიდი გზა და ყოველთვის, როდესაც ჩვენ ერთ მხარეს ვიყავით, ჩვენ ისტორიას უკეთესობისკენ ვცვლიდით. საოცარი რაღაცებია შესაძლებელია, თუ უკრაინელებს და პოლონელებს საერთო მიზანი აერთიანებთ. როგორც ორშასთან და ზამოსტიესთან ბრძოლაში, ისე ახლა, ბრძოლაში, რომელიც გრძელდება უკრაინის თავისუფლებისთვის, ანუ პოლონეთის თავისუფლებისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, რადგან ვაფასებთ ერთმანეთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინელები ყოველთვის იქნებიან პოლონელი ხალხის მადლობელი რუსეთის აგრესიის რთულ პერიოდში მათი დახმარებისთვის.
„ევროპის ერთიანობა ჩვენი საერთო ინტერესია, ის შეიძლება, იყოს ძლიერი მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი საფუძველია უკრაინული და პოლონური ნების მოკავშირეობა, როდესაც ჩვენ ერთად ვართ, როდესაც ჩვენ ერთად ვართ ევროკავშირსა და ნატო-ში და ჩვენი საერთო ისტორიის ყველა განმსაზღვრელ მომენტში. ერთად ჩვენ, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძლიერები ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.