რუსეთი და ევროკავშირი - არჩევანი უკვე დიდი ხანია გაკეთებულია, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.
„რუსეთი და ევროკავშირი - არჩევანი უკვე დიდი ხანია გაკეთებულია, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა არსებობს. ეს აშკარა გახდა 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ. ეს არის მუდმივი არჩევანი, რადგან ორი დღის წინ ევროკომისიამ, როგორც იქნა მოგვცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე. ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთმა რომელსაც ჩვევად ექცა, საოკუპაციო ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე, ერთი კი მძევლად აიყვანა. ასეთი რამ ხშირად ხდება.
ახლა რუსეთი აფხაზეთში შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გადაქცევის ტრანსფორმაციას ახდენს, რათა განათავსოს ფლოტი შავ ზღვაზე, ეს არის რუსეთი. იმედი არის ევროკავშირისკენ. უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, ვიცით, ეს დროს მოითხოვს, ალბათ იქამდე, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები არ გავხდებით, მაგრამ ეს პროცესშია. ევროკავშირი გარედან ჩანს, როგორც ადგილი, სადაც ხარ დაცული.
არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც სურვილის მიუხედავად, რუსეთი ვერ მიწვდება. ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი დრო დასჭირდება, ალბათ იმდენი, რამდენი ხანიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ვდილობდით. თუმცა ახლა, ზუსტად ამ პროცესში ვართ და სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირის წევრობა აღიქმება ხალხის მიერ, როგორც უსაფრთხოების გარანტია. რუსეთი არ იცვლება, ეს ჩვენი ცხოვრების რეალობაა, ის ისეთივე იმპერიალისტური ბუნებისაა, როგორიც ყოველთვის იყო. ეს არ შეიცვლება, ვიდრე რუსები არ აღიარებენ, რომ როგორც თავის საზღვრებს, ისე სხვა ნებისმიერი ქვეყნის საზღვრებს უნდა სცენ პატივი, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.