მკაცრად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორე მოქალაქის გატაცებას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობებს, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.