ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მიერ ისრაელიდან ელჩის გაწვევას უწოდა "თურქეთის პრეზიდენტის მორიგი ნაბიჯი, რომელიც "ჰამასის" მხარესაა".
ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიორ ჰაიათმა სოციალურ ქსელ Х (Twitter)-ში დაწერა.
„თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება, გაიწვიოს თავისი ელჩი, მაშინ, როდესაც ისრაელის სახელმწიფო იმყოფება თავდაცვით ომში, რომელშიც ისისილამურ სახელმწიფოზე“ უარესმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ გახვია , მორიგი ნაბიჯია თურქეთის პრეზიდენტის მხდრიდან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს“.
ჰაიათმა განაცხადა, რომ ‘ჰამასსის“ ტერორისტებმა სატიკად დახოცეს 1400-ზე მეტი ისრაელელი და 240 გაიტაცეს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები.
მისივე თქმით, „ჰამასის“ ტერორისტები ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ და ხელს უშლიან მათ უსაფრთხო ტერიტორიებზე გადაადგილებას, პარავენ საწვავს, საკვებს და სასმელ წყალს.
„ჰამასი" სჩადის ომის დანაშაულებს და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ და არის პალესტინელი ხალხის ნამდვილი მტერი“, - ხაზგასმით აღნიშნა ჰაიათმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორში ომის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კონტაქტი გაწყვიტა.
„ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარ არის ადამიანი, ვისთანაც თურქეთი ილაპარაკებს, მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც შექმნის შესაძლებლობას ისრაელის ომის დანაშაულების საქმეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთმა ისრაელში თავისი ელჩი გაიწვია „ბლოკირებული ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელების გამო“ პროტესტის ნიშნად.