დღეს, 23 დეკემბერს, , 12:00 საათზე პროკურატურის შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებული გია ვარდმანიძე ბათუმის სამშენებლო კომპანია "ორბი-ანაგში" დასაქმდება.
პირველ სამუშაო დღეს მშენებლობაზე გია ვარდმანიძეს ბათუმის რაიონული პროკურორი ავთანდილ კილაძე პირადად წარადგენს. საქართველოს პროკურატურა სოციალურად დაუცველი მოზარდების დასაქმებას პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ახორციელებს.