„ინტერ მაიამის“ არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიპოვა.
ლიონელ მესის პრიზი დევიდ ბექჰემმა გადასცა. 36 წლის არგენტინელი მე-16-ედ იყო ნომინანტთა შორის და მერვედ გაიმარჯვა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ერლინგ ჰალანდმა („მანჩესტერ სიტი“), მესამე – კილიან მბაპემ („პარი სენ-ჟერმენი“) და მეოთხე – კევინ დე ბრუინმა („მანჩესტერ სიტი“).
ქალთა შორის „ოქროს ბურთის“ მფლობელი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი აიტანა ბონმატი გახდა.