23 დეკემბერს, 14:00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი ნიკოლოზ რურუა სახელოვნებო სასწავლებლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს 2010 წელს, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის დიპლომებს გადასცემს.
დაჯილდოვდება 15 მოსწავლე და 12 პედაგოგი. ესენი არიან სამინისტროს დაქვემდებერებაში მყოფი საწავლებლების: ზ. ფალიაშვილის სახ. 1 ცენტრალური სამუსიკო, ე. მიქელაძის მე-2 ცენტრალური სამუსიკო, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სკოლა-სემინარიისა და ვ. ჭაბუკიანის სახ. თბილისის საბალეტო სახელოვნებო სასწავლებლების მოსწავლეები. დაჯილდოვების ცერემონიის შემდგომ გაიმართება მცირე კონცერტი.