გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოხატა ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედების შემდეგ გერმანიასა და მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდის გამო.
შოლცმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ქალაქ დესაუში ახალი სინაგოგის გახსნაში.
ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმის ადგილი აღარასოდეს იქნება.
”მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმ საბედისწერო 7 ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტური სიძულვილისა და არაადამიანური აგიტაციის ზრდის გამო, ინტერნეტში, სოციალურ მედიაში, მთელ მსოფლიოში და სამარცხვინოდ აქაც, გერმანიაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი "აღარასოდეს" არ უნდა გატყდეს", – თქვა ოლაფ შოლცმა სინაგოგაში სიტყვით გამოსვლის დროს.
როგორც ცნობილია, გერმანიის ზოგიერთ ქალაქში ისრაელის დროშები ჩამოგლიჯეს, გასულ კვირას კი უცნობებმა ბერლინის სინაგოგას ორი „მოლოტოვის კოქტეილიანი“ ბოთლი ესროლეს.