რომის პაპი ფრანცისკე ისრაელი-"ჰამასის" ომს გამოეხმაურა და მოუწოდა, კონფლიქტი შეწყვიტონ.
„კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ვლოცულობ ყველასთვის, მძევლებისთვის, დაშავებულებისთვის, დაღუპულებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
კვლავ მოგიწოდებთ, გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს არის ადამიანთა ძმობის განადგურება. გაჩერდით, ძმებო, “- თქვა რომის პაპმა.